ფოტო: ფლორენტინო პერესის რეაქცია, როცა რეალის გულშემატკივრები მბაპეს შეძენისკენ მოუწოდებდნენ
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი გულშემატკივართა შეძახილებს გამოეხმაურა.
"ბლანკოსის" თაყვანისმცემლები კლუბის ხელმძღვანელს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ყიდვას სთხოვდნენ.
მოგეხსენებათ, სამშაბათს, პარიზში, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, ესპანური გრანდი ფრანგულ კლუბთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ 23 წლის სუპერვარსკვლავმა გაიტანა.
"ფლორენტინო, იყიდე მბაპე", - სკანდირებდნენ ფანები. "რეალის" პრეზიდენტმა საპასუხოდ მათ დიდი თითი უჩვენა.
იხილეთ ფოტო: