სამწუხარო მომენტი - თორნიკე ოქრიაშვილმა ანორთოსისთან მატჩში ტრავმა მიიღო
კვიპროსის ჩემპიონატის გადადებული, მე-16 ტურის მატჩში აპოელი საკუთარ მოედანზე ანორთოსისთან 0-2 დამარცხდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშეს გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო, ხოლო ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.
თორნიკე ოქრიაშვილი ცვლილებაზე 56-ე წუთზე შემოვიდა. სამწუხაროდ, 85-ე წუთზე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და იძულებით მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით უცნობია 30 წლის შემტევის დაზიანების სიმძიმე.
თორნიკე ოქრიაშვილი აპოელს გიორგი ქვილითაიას და მურთაზ დაუშვილის მსგავსად 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.