ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი სიგნალ იდუნა პარკზე — დორტმუნდმა რეინჯერსთან მოულოდნელად წააგო

თარიღი 17 თებ 2022, 23:57

ევროპა ლიგის პირველი 1/16 ფინალური მატჩის ეგიდით, "დორტმუნდმა" შინაურ კედლებში "რეინჯერსს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება გლაზგოელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:4.

შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე სტუმართა მცველმა, ჯეიმს ტავერნიემ გახსნა, რასაც ზუსტად სამ წუთში ფორვარდ ალფრედო მორელოსის გოლი მოჰყვა და სტუმრები შესვენებაზე ორბურთიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.

49-ე წუთზე "რეინჯერსის" ნახევარმცველმა ჯონ ლანდსტრემმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა, ორ წუთში ჯუდ ბელინგემმა სხვაობა შეამცირა, თუმცა 54-ე წუთზე დან-აქსელ ზაგადუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

საბოლოო შედეგი ბორუსიელთა მცველმა, რაფაელ გერეირომ დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის კარი 82-ე წუთზე აიღო.

"რეინჯერსსა" და "დორტმუნდს" შორის საპასუხო შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.