ავტორიზაცია

კარაგერი: "მესი და რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მებრძოლ კლუბებს აღარ შეეფერებიან"

კარაგერი: "მესი და რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მებრძოლ კლუბებს აღარ შეეფერებიან"
თარიღი 18 თებ 2022, 14:14

ჯეიმი კარაგერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გავლენას ახდენენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი თავიანთ გუნდებზე.

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელის აზრით, ეს მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მებრძოლ კლუბებს აღარ შეეფერებიან.

"ახლა ფეხბურთი მაღალენერგიული უნდა იყოს. ამიტომაც, ამ სეზონში რონალდუს "იუნაიტედში" და მესის "პსჟ"-ში ტრანსფერს დროდადრო ცოტა ვაკრიტიკებდი - ორი საუკეთესო ფეხბურთელის, რომელიც ოდესმე მინახავს, ალბათ".

"მაგრამ არა მგონია, ახლა რაღაც მხრივ ღირდეს იმ ფეხბურთელების გადაბირება, რომლებიც არ მუშაობენ და პრესინგს არ მიმართავენ, თუ სერიოზული ტიტულების მოგება გინდა".

"ეს უბრალოდ უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე ჩემპიონთა ლიგაზე არსებული ფეხბურთის დონის გათვალისწინებით. ახლა იქ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ", - განაცხადა Sky Sports-ის ექსპერტმა CBS Sports Golazo-სთან ეთერში.