"თუ მიენდობიან, დიდი წარმატებები ელით", - გვარდიოლამ ტოტენჰემზე ისაუბრა
პეპ გვარდიოლას თქმით, ანტონიო კონტესგან ის ბევრს სწავლობს.
„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა „ტოტენჰემის“ ბოლოდროინდელ შედეგებზე და კლუბის ტრანსფერებზე ისაუბრა.
„არამგონია, რომ ამ საკითხში რაღაცის თქმა შემიძლია. იმიტომ რომ მე კონტეს გუნდების ყურებით ბევრს ვსწავლობ.
თუ კლუბი მას 100%-ით მიეყრდნობა, მათ დიდი წარმატება ელით. მან ეს „იუვენტუსში“, „ინტერში“ და „ჩელსიში“ დაამტკიცა.
ჩემი პირველი სეზონი „მან სიტიში“ შედეგების თვალსაზრისით ასევე ძალიან რთული იყო.
ყველა მწვრთნელს დრო და ინვესტიციები სჭირდება, კიდევ ბევრი-ბევრი რამ, რათა დიდხანს იმუშავოს და წარმატებას მიაღწიოს, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში.
როცა მის გუნდებს ვადევნებ თვალს, ვგრძნობ, რომ რაღაცის სწავლა შემიძლია. ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ.“ - აღნიშნა გვარდიოლამ.