ლა ლიგის პრეზიდენტი: "იმედია, უეფა პსჟ-ს და სიტის მიმართებაში ფინანსურ ფეირ-პლეის გაამკაცრებს"
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი იმედოვნებს, რომ „მან სიტის“ და „პსჟ-ს“ მიმართებაში ფინანსური ფეირ-პლეი გამკაცრდება.
სუპერლიგა მკვდარია?
არა, ფლორენტინო პერესი არასდროს არ მარცხდება, მას მრავალი წელია ვიცნობ.
სუპერლიგა - არ არის ტურნირი, ეს მრავალწლიანი კონცეფციაა, რომლის თანახმადაც მსოფლიო ფეხბურთი ევროპულმა კლუბებმა უნდა მართონ.
„სიტის“, „პსჟ-ს“ და მსგავსი კლუბების მიერ ფინანსური ფეირ-პლეის დაცვისთვის ბრძოლა წაგებულია?
არა, რეალურად, იმედი მაქვს რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგ სხდომაზე ახალი ფინანსური ფეირ-პლეი დამტკიცდება, რომელიც ამ კლუბ-სახელმწიფოებს საგრძნობლად შეეხება.“ - აღნიშნა ტებასმა.