ავტორიზაცია

დონი ვან დე ბეკს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება აღარ სურს

დონი ვან დე ბეკს მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნება აღარ სურს
თარიღი 18 თებ 2022, 22:07

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს, დონი ვან დე ბეკს, რომელიც იჯარით „ევერტონში“ ასპარეზობს, არ სურს „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება.

Daily Star-ის ინფორმაციით, თუ ნიდერლანდელი სხვა გუნდში თავისი კარიერის გამოცოცხლებას მოახერხებს, მას „იუნაიტედში“ დაბრუნება მაინც არ მოუნდება, რადგან ამ გუნდში წელიწადნახევარი პრაქტიკულად გაუცდა.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი არაა წინააღმდეგი „ევერტონში“ ამ სეზონის შემდეგაც დარჩეს, სადაც ის 6-თვიანი იჯარით გადავიდა.

ახალ გუნდში ვან დე ბეკმა ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია. მისი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2025 წელს იწურება.

„მანიუში" ვან დე ბეკი 2020 წლის სექტემბერში 45 მილიონ ევროდ „აიაქსიდან" გადავიდა.