მოურინიო: "ჩემპიონთა ლიგა არ მენატრება, პსჟ - რეალიც არ მომეწონა"
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ამჟამად დედაქალაქური გუნდი სერია ა-ში მე-7 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.
„ჩემპიონთა ლიგა არ მენატრება. ახლა კონფერენც ლიგაზე ვთამაშობთ და ამაზე ვართ კონცენტრირებულები.
ჩემპიონთა ლიგაზე 150-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და არაფერზე არ ვწუწუნებ. თუმცა, ამ კვირაში ვერცერთი საინტერესო მატჩი ვერ ვნახე. „პსჟ“ – „რეალი“? არა, ეს მატჩი არ მომეწონა.
ხვალ „ვერონასთან“ ჩემპიონატის მატჩი გველის. ძალიან ბევრი საკადრო დანაკარგი გვაქვს, თუმცა ტრავმირებულების შეცვლა შეგვიძლია.“ - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.