ავტორიზაცია

VIDEO: ბელოტის გასროლამ იუვენტუსს ტურინულ დერბიში ქულები დააკარგვინა

თარიღი 19 თებ 2022, 03:08

სერია ა-ს 26-ე ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ტორინოს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მე-13 წუთზე ანგარიში მატეის დე ლიგტმა გახსნა, თუმცა „ტორინომ“ 62-ე წუთზე ბელოტის გოლით მოახერხა წონასწორობის აღდგენა და ქულა გადაარჩინა.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეორე და ბოლო 4 მატჩში მესამე ფრე ითამაშა და 47 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა მეხუთეადგილოსან „ატალანტას“, რომელიც სამ ქულაშია, 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.