სასამართლომ ეტო'ო 22 წლის მადრიდელი გოგონას მამად აღიარა და ალიმენტების გადახდა დააკისრა
სასამართლომ სამუელ ეტო'ო მადრიდში მცხოვრები 22 წლის გოგონას მამად აღიარა და ალიმენტების გადახდა დააკისრა.
1997 წელს, როცა კამერუნელი "რეალიდან" იჯარით "ლეგანესში" თამაშობდა, მადრიდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ქალბატონი გაიცნო, სახელად ადილეუსა.
წყვილმა ურთიერთობა დაიწყო. 1998 წელს ადილეუსა დაფეხმძიმდა, რის შესახებაც ფეხბურთელს ამცნო. გოგონამ აღნიშნა, რომ იმ მომენტში ბავშვი არ უნდოდა, მაგრამ მის მიმართ პასუხისმგებლობით და პატივისცემით მოიქცეოდა.
ეტო'ოს ქალიშვილი, სახელად ერიკა დო როსარიო ნიევესი, 1999 წელს დაიბადა, როცა სამუელი "ესპანიოლში" თამაშობდა. ფეხბურთელი არასდროს აღიარებდა მას თავის ქალიშვილად, არც ადილეუსას ზარებსა და წერილებს პასუხობდა.
ადილეუსამ ეტო'ოს მამობის ბიოლოგიური მტკიცებულება წარმოადგინა, რის შემდეგაც სასამართლომ კამერუნელი ეტიკას მამად აღიარა. სასამართლომ სამუელს ქალიშვილისთვის ყოველთვიურად 1400 ევროს ოდენობის ალიმენტის გადახდა დააკისრა სარჩელის შეტანის მომენტიდან, ანუ 2018 წლიდან. თავად ვეტერანი ფეხბურთელი სასამართლოში არ გამოცხადდა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.