ავტორიზაცია

"ნამდვილად ვცდილობდით", - გვარდიოლამ გაამხილა, თუ რატომ ვერ შეძლო მანჩესტერ სიტიმ კეინის ყიდვა

"ნამდვილად ვცდილობდით", - გვარდიოლამ გაამხილა, თუ რატომ ვერ შეძლო მანჩესტერ სიტიმ კეინის ყიდვა
თარიღი 19 Feb 2022, 16:02

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის ხელში ჩაგდების მცდელობებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "ქალაქელები" მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდნენ 28 წლის ინგლისელის გადაბირებას, თუმცა უშედეგოდ.

"ახლა შეგიძლიათ თქვათ: "ჰარი კეინი არ გადმოვიდა, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის", თუმცა მაშინ მე ეს არ ვიცოდი. მის შეძენას ვცდილობდით, თუმცა "ტოტენჰემმა" ცხადყო, რომ ეს არ მოხდებოდა".

"თუ ეს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ხდება, ყველაფერი დასრულებულია. ჩვენს შემადგენლობაში დარწმუნებულები არ ვიყავით. შემდეგ კი სუპერთასზე "დეზებთან" და "ლესტერთან" დავმარცხდით", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, კეინს "ტოტენჰემთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 100 მილიონ ევროს შეადგენს.