ავტორიზაცია

რანგნიკი: "მანჩესტერის ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო, მაგრამ გასახდელში ახლა უკეთესი ატმოსფეროა"

რანგნიკი: "მანჩესტერის ზოგიერთი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო, მაგრამ გასახდელში ახლა უკეთესი ატმოსფეროა"
თარიღი 19 თებ 2022, 16:51

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს გუნდში არსებული ცუდი ატმოსფეროს შესახებ.

"გავიგე, რაც დაიწერა, მაგრამ ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია, ბოლო 11-12 კვირაში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის არის, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკმაყოფილო იყო, რადგან ზედმეტად დიდი შემადგენლობა გვყავდა და ბევრი მათგანი ვერ იღებდა სათამაშო დროს".

"სიტუაცია ნამდვილად გაუმჯობესდა. გასულ კვირებთან შედარებით, გასახდელში უკეთესი ატმოსფეროა".

"ჩვენთვის მთავარი კარგად თამაში და მოედანზე ერთიანობის წარმოჩენაა, ჩვენი ასპარეზობიდან მაქსიმუმის მიღება და მატჩების მოგება. ეს არის ის, რაზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია", - Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, "ეშმაკუნები" ამჟამად პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.