ავტორიზაცია

დესტს ზაფხულისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, ბარსელონამ ფასი დაასახელა

დესტს ზაფხულისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა, ბარსელონამ ფასი დაასახელა
თარიღი 19 თებ 2022, 16:56

კატალონიის "ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი გაყიდოს.

ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელის შეძენა "მონაკოს" სურს.

ფრანგული კლუბის წარმომადგენლები 21 წლის ამერიკელის პოტენციური ტრანსფერის განსახილველად კატალონიას უკვე ეწვივნენ.

აღსანიშნავია, რომ "მონაკო" დესტით გასული ზაფხულიდან მოყოლებული ინტერესდება, მაგრამ ახლა არა იჯარის, არამედ სრულფასოვანი ტრანსფერის ვარიანტს განიხილავს.

თავის მხრივ, "ბარსელონა" მზად არის ახალგაზრდა მცველს 20 მილიონ ევროდ შეელიოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელზეა. ამ დროისთვის, სერჟინიოს წასვლა არ უნდა.