ავტორიზაცია

"ყველა ასპექტში გამორჩეულია", - ფრენკი დე იონგმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ყველა ასპექტში გამორჩეულია", - ფრენკი დე იონგმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 19 თებ 2022, 17:41

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"ფეხბურთის პრაქტიკულად ყველა ასპექტში მას ვთვლი საუკეთესოდ. რაშიც არ უნდა გვევარჯიშა - მომენტების დასრულებაში, პოზიციურ თამაშში, არ აქვს მნიშვნელობა - ყველაფერში საუკეთესო იყო".

"მის მიმართ არცერთი საქებარი სიტყვა არ არის გადაჭარბებული. ჩემთვის ყოველთვის საუკეთესოა", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს The Guardian-ი.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიური გრანდი გასულ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "პსჟ"-ს შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.