VIDEO: გურამ კაშიამ სლოვაკეთში გაიტანა! სლოვანის საოცარი ქამბექი - 3-0-დან 3-4
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 21-ე ტურში ბოლოადგილოსანი პოჰრონიე საკუთარ მოედანზე ჩემპიონ სლოვაკს დაუპირისპირდა და 3-4 დამარცხდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 3-0 აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში სლოვაკეთის ჩემპიონმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა, რაშიც წვლილი ქართველმა მცველმა გურამ კაშიამაც შეიტანა, რომელმაც 62-ე წუთზე 3-3 გახადა, 2 წუთში კი ვლადიმირ ვაისის შვილმა მეოთხეც გაიტანა.
გურამ კაშიამ პოჰრონიეს წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა მწვრთნელმა მომდევნო ტურში პრინციპული მატჩისთვის დაასვენა. სლოვანი მეორეადგილოსან ტრნავის სპარტაკს ხვდება.
21-ე ტურის შემდეგ ბრატისლავის სლოვანს 52 ქულა აქვს და ფორტუნა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.