ავტორიზაცია

წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია - ჩაკვეტაძემ და ჰამბურგმა გასვლით მატჩში 2 ქულა დაკარგეს

წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია - ჩაკვეტაძემ და ჰამბურგმა გასვლით მატჩში 2 ქულა დაკარგეს
თარიღი 19 თებ 2022, 21:28

გერმანული ბუნდესლიგის 23-ე ტურში სანდჰაუზენი საკუთარ მოედანზე ჰამბურგს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

ჰამბურგში გადასვლის დღიდან ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ყველაზე დიდი სათამაშო დრო დღეს მიიღო. 22 წლის შემტევი მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან მოედანზე იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე - მარჯვენა გარემარბად ითამაშა.

ამ შეხვედრის შემდეგ ჰამბურგს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს ჩაკვეტაძის გუნდი ბუნდესლიგა 2-ის ლიდერ ბრემენის ვერდერთან 27 თებერვალს გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდებიან კიდეც.

გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგს ბელგიური გენტიდან 2022 წლის იანვარში 6-თვიანი მშრალი იჯარით შეუერთდა.