VIDEO: წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ეტიჰადზე! კეინის დუბლით ტოტენჰემმა სიტის მოუგო და საჩემპიონო ბრძოლა დაძაბა
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა.
შეხვედრა „ეტიჰად სტედიუმზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 მორჩა - დეიან კულუშევსკის გოლს ილკაი გუნდოგანმა თავისით უპასუხა და გუნდებმა ხელი ფრეს მოაწერეს.
59-ე წუთზე კეინმა „ტოტენჰემი“ წინ გაიყვანა, თუმცა „სიტიმ“ წონასწორობის აღდგენა 90+2 წუთზე რიად მაჰრეზის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით მოახერხა.
როცა ყველაფერი ფრისკენ მოდიოდა, 90+5 წუთზე ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს დრამატული გამარჯვება მოუტანა.
ამრიგად, „ტოტენჰემმა“ 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და 23 მატჩის შემდეგ 39 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, თუმცა თუ თავის გადადებულ მატჩებს მოიგებს, ოთხეულზეც ექნება პრეტენზია.
„სიტი“ კი 26 მატჩის შემდეგ 63 ქულით ლიდერობს ცხრილს და „ლივერპულზე“ ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული - პოტენციურად, კლოპის გუნდი უკვე სამ ქულაშია.