VIDEO: ჩემპიონობისთვის მებრძოლმა მილანმა სერია ა-ს ბოლოადგილოსანს ვერ მოუგო

სერია ა-ს 26-ე ტურში „მილანი“ სტუმრად „სალერნიტანას“ დაუზავდა.
შეხვედრა სტადიო „არეკიზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
მე-5 წუთზე „მილანი“ ჯუნიორ მესიასმა დააწინაურა, თუმცა 29-ზე ბონაძოლიმ წონასწორობა აღადგინა.
72-ე წუთზე ჯურიჩმა „სალერნიტანა“ წინაც გაიყვანა, მაგრამ „მილანმა“ ქულის გადარჩენა 77-ზე წუთზე ანტე რებიჩის გოლით მოახერხა, რომელსაც ოლივიე ჟირუმ გაატანინა.
ჩემპიონჯობისთვის მებრძოლმა „მილანმა“ 56 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, „სალერნიტანა“ კი 14 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
მიმოხილვა იტვირთება.