ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა შინ ალავესი გაანადგურა და გამარჯვების გზას დაუბრუნდა

თარიღი 20 თებ 2022, 01:53

ლა ლიგის 25-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ალავესი“ გაანადგურა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

პირველი ნახევარი შედარებით ინერტული გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა. თუმცა, მეორეში მადრიდელებმა მოედანზე ნამდვილი შოუ დადგეს - მარკო ასენსიომ 63-ე წუთზე ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში, 80-ზე ვინისიუსმა ულამაზესი კომბინაცია დააგვირგვინა გოლით, 90-ზე კი კარიმ ბენზემამ პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩში წერტილი დასვა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში კარიმ ბენზემამ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

„რეალმა“ 57 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „სევილიას“ 7 ქულით უსწრებს, თუმცა ანდალუსიურ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.