VIDEO: სენსაცია საფრანგეთიდან - პსჟ მოულოდნელად ნანტთან დამარცხდა
ფრანგული ლიგა 1-ს 25-ე ტურში სენსაცია დაფიქსირდა.
„ნანტმა“ ვარსკვლავურ „პეესჟეს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 3:1 დაამარცხა.
ტაიმის ბოლოს ტაბლოზე სენსაციური ანგარიში 3:0 იყო დაფიქსირებული, მიუხედავად იმისა რომ „პსჟ-ს“ მოედანზე მესი, მბაპე, ნეიმარის ტრიო ჰყავდა.
შესვენების შემდეგ პარიზელებმა მესის ასისტითა და ნეიმარის გოლით ერთი ბურთი სწრაფად გაქვითეს. 59-ე წუთზე ნეიმარს სხვაობის მინუმუმამდე დაყვანა შეეძლო, თუმცა პენალტი საშინლად შეასრულა.
მატჩის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და „პსჟ-მ“ „რეალთან“ ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, მოულოდნელი მარცხი იწვნია.
პარიზელების ანგარიშზე 59 ქულა დარჩა და ისინი ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ, უახლოესი მდევარი „მარსელია“ 46 ქულით, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.