ტუხელი: "ლივერპულმა უძლიერესი ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ ჩელსი არ დანებდება"
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ლივერპულის" უკან ჩამოტოვების შანსებზე ისაუბრა.
"შესანიშნავად გამოიყურებიან. ზამთარში უძლიერესი ფეხბურთელი (ლუის დიასი) დაიმატეს და შემადგენლობა გააძლიერეს", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Metro.
"მაგრამ არ დავნებდები და არ ვიტყვი, რომ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელია. ამისათვის ჩვენი თამაში და სტილი უნდა გავაუმჯობესოთ, აგრეთვე ყველა მატჩი მოვიგოთ".
"აზრი არ აქვს "ლივერპულის", "მანჩესტერ სიტის" ან ჩვენს უკან მყოფი გუნდებისთვის თვალყურის მიდევნებას. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, უკეთესები უნდა გავხდეთ და სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულები", - დასძინა ტუხელმა.
შეგახსენებთ, სატურნირო ცხრილში 25 ტურის შემდეგ "ლივერპულის" აქტივში 57 ქულაა და მეორე ადგილს იკავებს, ხოლო "ჩელსის" 50 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა.