ავტორიზაცია

ლიდსის მცველი მანჩესტერთან გასამართი დღევანდელი მატჩის წინ: "მოუთმენლად ველი რონალდუსთან შეხვედრას"

ლიდსის მცველი მანჩესტერთან გასამართი დღევანდელი მატჩის წინ: "მოუთმენლად ველი რონალდუსთან შეხვედრას"
თარიღი 20 თებ 2022, 15:43

"ლიდსის" მცველი, ლუკ ეილინგი მოუთმენლად ელის "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ დღევანდელ მატჩში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან შეხვედრას.

"რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მისნაირ მოთამაშესთან ერთად მოედანზე ყოფნა მშვენიერია".

"წლებია ყველა თვალყურს ადევნებს, კარგი იქნება მასთან ერთად მინდორზე გასვლა და ვიმედოვნებ, მის წინააღმდეგ კარგად ვითამაშებ", - ციტირებს 30 წლის ინგლისელის სიტყვებს Sky Sports-ი.

პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ეგიდით, "ლიდსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დღეს უმასპინძლებს, შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 18:00 საათზე აიღებს.

შეგახსენებთ, რონალდუ მანიკუნიანელთა რიგებში გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.