VIDEO: მანჩესტერმა ლიდს იუნაიტედი 6-გოლიან შეხვედრაში დაამარცხა - რონალდუმ ვერ გაიტანა
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უხვგოლიან მატჩში „ლიდსი“ დაამარცხა.
შეხვედრა „ელანდ როუდზე“ გაიმართა და „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
ანგარიში 34-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა გახსნა, 45+5 წუთზე კი მეორე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა შეაგდო.
მეორე მნახევარში „ლიდსმა“ 53-ე და 54-ე წუთებზე სწრაფად მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა რანგნიკის გუნდმა გამარჯვება მაინც მოიპოვა.
70-ე წუთზე „იუნაიტედი“ კვლავ წინ ფრედმა გაიყვანა, წერტილი კი მატჩში ახალგაზრდა ელანგამ 89-ე წუთზე შეაგდო.
„იუნაიტედმა“ 46 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს იკავებს, „ლიდსი“ კი 23 ქულით მე-15 პოზიციაზეა.