ავტორიზაცია

VIDEO: გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ბარსელონას ვერაფერი დაუპირისპირა და 1:4 განადგურდა

თარიღი 20 თებ 2022, 21:15

ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილთან ერთად „ბარსელონას“ ვერაფერი დაუპირისპირა.

შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა და სტუმართა გამანადგურებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

„ღამურების“ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა, რომელმაც „ბარსელონას“ შემტევებს ვერაფერი დაუპირისპირა და მათ მისი კარის აღება პირველივე ტაიმში 3-ჯერ მოახერხეს. ობამეიანგის დუბლს თავისი გოლი ფრენკი დე იონგმა მიამატა.

53-ე წუთზე სოლერმა ერთი ბურთი გაქვითა და თითქოს ინტრიგა დააბრუნა, თუმცა 63-ზე მოედანზე იქამდე სამი წუთით ადრე გამოსულმა პედრიმ სამბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბარსელონამ“ 42 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს იკავებს, „ვალენსია“ კი 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა.