ავტორიზაცია

წლის პირველი მატჩი - ბათუმის დინამო სუპერთასის გამარჯვებულია

წლის პირველი მატჩი - ბათუმის დინამო სუპერთასის გამარჯვებულია
თარიღი 20 თებ 2022, 21:17

საქართველოს სუპერთასის 2022 წლის მატჩი ბათუმის დინამოსა და საბურთალოს შორის აჭარელთა გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ, 0-0 მორჩა, გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც გმირად 3 მოგერიებული პენალტით ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე მოგვევლინა.

აღნიშნულ მატჩში ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონის, ხოლო საბურთალო საქართველოს თასის მფლობელის სტატუსით ასპარეზობდა.

საქართველოს ჩემპიონატის 2022 წლის სეზონის პირველ მატჩს ბათუმის დინამო 25 თებერვალს საკუთარ მოედანზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო საბურთალო 27 თებერვალს სამგურალს დაუპირისპირდება.