VIDEO: ოფიციალურად: პედრის გოლი ობამეიანგს მიაწერეს - გაბონელს ჰეთ-ტრიკი ჩაეთვალა
პედრის მიერ „ვალენსიას“ კარში გატანილი გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიაწერეს.
თავდაპირველად დაფიქსირდა, რომ მატჩის 63-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილის კარი 19 წლის პედრიმ აიღო, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთი კარში გაბონელი ფორვარდისგან რიკოშეტით შეფრინდა.
შესაბამისად, ლა ლიგის 25-ე ტურში ობამეიანგმა „ბარსაში“ სადებიუტო გოლთან ერთად, პირველი დუბლი და შემდეგ ჰეთ-ტრიკიც მიითვალა.
იქამდე, „არსენალის“ ექს-კაპიტანს გოლები 23-ე და 38-ე წუთებზე ჰქონდა გატანილი.