ავტორიზაცია

მემფის დეპაის წარმომადგენლებს სამი იტალიური გრანდი დაუკავშირდა

მემფის დეპაის წარმომადგენლებს სამი იტალიური გრანდი დაუკავშირდა
თარიღი 21 თებ 2022, 02:26

„ბარსელონას“ ნიდერლანდელმა შემტევმა მემფის დეპაიმ გუნდი შესაძლოა ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

Sport.es-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის წარმომადგენლებს „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ დაუკავშირდნენ.

სამივე ამ კლუბმა სცადა გარკვევა, რამდენად შესაძლებელი და რეალური იქნება ზაფხულში დეპაის ტრანსფერზე ფიქრი. მას შემდეგ, რაც „ბარსელონაში“ ფერან ტორესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ადამა ტრაორე გადავიდნენ, დეპაის გუნდის სასტარტოში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს.

მემფისი „ბარსაში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგული „ლიონიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში დეპაიმ ლა ლიგის 16 მატჩში 8 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.