ავტორიზაცია

ქვილითაია ანორთოსისის მოთამაშეს: "ცხვირს გაგიტეხავ", - ქართველის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელის შეტანა იგეგმება

ქვილითაია ანორთოსისის მოთამაშეს: "ცხვირს გაგიტეხავ", - ქართველის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელის შეტანა იგეგმება
თარიღი 21 თებ 2022, 10:20

როგორც მოგეხსენებათ, "აპოელის" გულშემატკივრებმა "ანორთოსისის" ავტობუსს ქვები დაუშინეს. აღნიშნული ინციდენტით, ამ ორი გუნდის ე.წ. "გარჩევა" არ დასრულებულა.

ფამაგუსტელთა გარემარბმა, ამრ ვარდამ ნიქოზიელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც გიორგი ქვილითაიამ სოციალური ქსელის საშუალებით მას უპასუხა: "ცხვირს გაგიტეხავ".

Philenews-ის ცნობით, ეგვიპტელი ვინგერი ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელის შეტანას გეგმავს. კვიპროსული გუნდის ფლანგელს განყოფილებაში ელიან დღეს, 21 თებერვალს.

ცნობისთვის, 28-წლის შემტევი ეგვიპტის ეროვნული ნაკრების წევრი 2019 წლის შემდეგ აღარ არის. ამის მიზეზი არის სექსუალური თემატიკის ფოტოები, რომელსაც ვარდა თანაგუნდელებს უგზავნიდა.

რაც შეეხება "აპოელის" ფორვარდს, უკანასკნელ პერიოდში ის ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც - 19 შეხვედრა, 10 გოლი, ნიქოზიაში გადმოსვლის დღიდან.