უახლოეს თვეებში რეალი ვინისიუსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მადრიდის „რეალი“ უახლოეს თვეებში თავის ერთ-ერთ ლიდერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
როგორც ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, უახლოეს თვეებში მადრიდული გუნდი ვინისიუს ჯუნიორს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც 2027 წლამდე იქნება გათვალისწინებული.
მოქმედი ხელშეკრულება ბრაზილიელ ფეხბურთელს 2024-ში ეწურება, თუმცა მადრიდელებს თავის დაზღვევა და მასთან წინასწარ სურთ ახალი კონტრაქტის გაფორმება.
დიდი ალბათობით, ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებულ ხელფასსაც გულისხმობს - ამჟამად, ვინის „რეალში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს და კლუბი აპირებს, რომ წლურად 8-10 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ლა ლიგის 23 მატჩში 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ასევე მან ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლი და 4 ასისტიც გაიფორმა.