ავტორიზაცია

ჩელსი თუ ბარსელონა? ჟულ კუნდემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, ჯერი კლუბებზეა

ჩელსი თუ ბარსელონა? ჟულ კუნდემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, ჯერი კლუბებზეა
თარიღი 21 თებ 2022, 15:32

„სევილიას“ მცველმა, ჟულ კუნდემ, რომელიც „ბარსელონას“ და „ჩელსის“ ინტერესთა სფეროში იმყოფება, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღ.

The Express-ის ინფორმაციით, ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა „ბარსელონასთვის“ უარის თქმა და არჩევნის „ჩელსიზე“ შეჩერება გადაწყვიტა.

კუნდეს პრიორიტეტი კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელებაა და მისი არჩევანიც სწორედ აქედან გამომდინარე არის განპირობებული.

თუმცა, მსურველებს ჯერ „სევილიასთან“ მოუწევთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც კუნდეს ადვილად გაშვებას არ აპირებს - „ჩელსი“ მის შეძენას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა კლუბებმა ფასზე ვერ მოილაპარაკეს.

ფრანგის კონტრაქტი „სევილიასთან“ 2024 წელს იწურება, პორტალი ტრანსფერმარკეტი კი კი ღირებულებას 60 მლნ ევროდ აფასებს.