ავტორიზაცია

იუვენტუსი ესპანეთში ჩადის, ჩელსი კი ფრანგებს უმასპინძლებს - ჩემპიონთა ლიგის მორიგი მერვედფინალები

იუვენტუსი ესპანეთში ჩადის, ჩელსი კი ფრანგებს უმასპინძლებს - ჩემპიონთა ლიგის მორიგი მერვედფინალები
თარიღი 22 თებ 2022, 11:33

დღეს სამშაბათია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალები ბრუნდება. 

ტრადიციულად, დღეს ორი მატჩი გაიმართება, ორივე თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

„ჩელსი“ – „ლილი“
„ვილიარეალი“ – „იუვენტუსი“

„ჩელსი“ – „ლილი“ 
სამშაბათი, 22 თებერვალი, სტადიონი „სტემფორდ ბრიჯი“, ლონდონი. არბიტრი - ხესუს ხილ მანსანო (ესპანეთი)

„ჩელსი“ მატჩს არცთუ საუკეთესო ფორმაში ხვდება, მიუხედავად ბოლო მატჩებში წარმატებებისა. თომას ტუხელმა ახლახანს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, რის შემდეგაც „კრისტალ პალასს“ ლონდონურ დერბიში გვიანი გოლით მოუგო. ჩემპიონატში გუნდის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ სილაღე და თავდაჯერეულობა ნამდვილად არ არის ის, რასაც ახლა „ჩელსი“ ასხივებს.

ჯგუფურ ეტაპზე „ჩელსი“ „იუვენტუსს“, „ზენიტს“ და „მალმიოს“ დაუპირისპირდება. ლონდონურმა გუნდმა კვარტეტში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მაინც კმაყოფილი დარჩა კენჭისყრის შედეგით - „ლილი“ ყველაზე სასიამოვნო პირველადგილოსანი იყო შესაძლოებიდან. თუმცა, მოთენთვა ნამდვილად არ ღირს - ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ ისტორიაში შესასვლელად.

„ლილი“ თავის მხრივ ასევე არ არის იდეალურ ფორმაში და ლიგა 1-შიც ცუდად გამოიყურება. „დოგები“ სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებენ, წინა მატჩში „ლილმა“ აუთსაიდერი „მეცი“ მიიღო საკუთარ კედლებში და უგოლო ფრე ითამაშა.

„ლილმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა „სევილიასთან“, „ვოლფსბურგთან“ და „ზალცბურგთან“. 

ფრანგული გუნდის სამწვრთნელო შტაბს ამ მატჩში კარნეზისი ვერ დაეხმარება, ასევე ეჭვქვეშაა გომესის მონაწილეობა. „ჩელსის“ გამოაკლდება ჯეიმსი და ჩილველი, ასევე გამოტოვებს მატჩს ასპილიკეუტა, მაუნტი და ჰადსონ ოდოი.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ჩელსი“: მენდი - ასპილიკუეტა, სილვა, რუდიგერი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი - ზიეჩი, ვერნერი, პულიშიჩი

„ლილი“: ჟარდიმი - ჩელიკი, ფონტე, ბოტმანი, გუდმუნდსონი - ვეა, ანდრე, შეკა, ბამბა - ილმაზი, დევიდი.

„ვილიარეალი“ – „იუვენტუსი“
სამშაბათი, 22 თებერვალი, 23:55 – „ესტადიო დე ლა კერამიკა“, ვილიარეალი. მთავარი არბიტრი - დანიელ ზიბერტი (გერმანია)

„ვილიარეალმა“ ლა ლიგაში კარგი ფორმა აკრიფა - უნაი ემერის გუნდი ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს და მაღალი პოზიციებისთვის ბრძოლას აგრძელებს. წინა ტურში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ „გრანადას“ ყველანაირი პრობლემის გარეშე 4:1 მოუგო, იქამდე ფრე „რეალს“ ეთამაშა, რაც „იუვენტუსთან“ მატჩის კარგ რეპეტიციად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

რაც შეეხება „ვილიარეალის“ მერვედფინალის გზას, ის ერთ ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „ატალანტასთან“ და „იანგ ბოიზთან“ იყო. ესპანურმა გუნდმა ბერგამოულ გუნდს ბოლო ტურში მოუგო კვარტეტში მეორე ადგილი. „ვილიარეალს“ დღეს კოკლენი და მორენო დააკლდებიან, ასევე შესაძლოა ვერ ითამაშონ ლო ჩელსომ და კაპამაც.

„იუვენტუსი“, თავის მხრივ, თითქოს კარგ ფორმაში შევიდა, თუმცა ბოლო მატჩები ალეგრის გუნდის მიმართ კითხვებს იწვევს. „ატალანტასთან“ რთულად მოპოვებული ქულა, შემდეგ გარკვეული ფრე ტურინულ დერბიში და „იუვემ“ ვერ მოახერხა ლიდერულ ეშელონთან მიახლოვება. ამის გამო „ბებერმა სინიორამ“ ჩემპიონატში სვლას უკლო, მაგრამ მის უკან მყოფი გუნდებიც შეცდომებს უშვებენ.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად „იუვეს“ სამწვრთნელო შტაბისთვის შესაძლოა დაცვის ხაზის პრობლემა მივიჩნიოთ. ტურინელთა სამწვრთნელო შტაბი იძულებულია დაცვის ცენტრში ფლანგის მცველები დააყენოს. ასე რომ, სავარაუდოდ დღეს დაცვის ცენტრში დანილო - დე ლიგტის წყვილს ვიხილავთ, რადგან რუგანის, ბონუჩის და კიელინის ტრავმები აქვთ. ასევე „იუვეს“ გამოაკლდებიან დიბალა და კიეზა, მატჩი საკმაოდ მძიმე უნდა გამოვიდეს.

„ვილიარეალი“: რული - ფოითი, ალბიოლი, ტორესი, პედრასა - პინო, ტრიგეროსი, პარეხო, მორენო - დია, დანჯუმა.

„იუვენტუსი“: შესნი - კუადრადო, დანილო, დე ლიგტი, ალექს სანდრო - ლოკატელი, ზაკარია, რაბიო - მორატა ბერნარდესკი - ვლაჰოვიჩი.