ავტორიზაცია

ჯო კოული: "ლიგა 1 ბუნდესლიგის, სერია ა-ს და ლა ლიგის დონეზე დგას"

ჯო კოული: "ლიგა 1 ბუნდესლიგის, სერია ა-ს და ლა ლიგის დონეზე დგას"
თარიღი 22 თებ 2022, 13:28

„ჩელსის“ და „ლილის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯო კოულმა, ჩემპიონთა ლიგაზე ამ ორი გუნდის დაპირისპირების წინ, საფრანგეთში თამაშის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ჩემპიონატის დონე ბევრად მაღალი დამხვდა, ვიდრე ველოდი. მას შემდეგ, ლიგა განვითარებას არ აჩერებს. პრემიერ ლიგა უკეთესია, მაგრამ ლიგა 1 ბუნდესლიგის, სერია ა-ს და ლა ლიგის დონეზე დგას.

თავის დროზე მოხიბლული დავრჩი ახალგაზრდა მცველების თამაშით, როგორებიც ლუკა დინი და კურტ ზუმა არიან. პრემიერ ლიგაში ნაცნობებს ვეუბნებოდი: „თქვენ ისინი უნდა დაიმატოთ, ძალიან კარგები არიან.“ ჩემი აზრით, ფიზიკური პარამეტრების თვალსაზრისით ლიგა 1 პრემიერ ლიგასთან ძალიან ახლოსაა.

თუ მცველი საფრანგეთში წარმატებას აღწევს, არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რის გამოც ის იგივეს ინგლისში ვერ გააკეთებს. ამიტომაც ინტერესდება ამდენი ინგლისური გუნდი სვენ ბოტმანით - მისი ადაპტაციის შესაძლებლობაში ეჭვი არავის არ შეაქვს.“ - აღნიშნა ინგლისელმა.