ავტორიზაცია

ფოტო: "ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი ჩემს კარიერაში", - რონალდო ანჩელოტის შეხვდა

ფოტო: "ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი ჩემს კარიერაში", - რონალდო ანჩელოტის შეხვდა
თარიღი 22 Feb 2022, 13:39

„რეალის“ ექს-ფორვარდმა, ბრაზილიელმა რონალდომ სოციალურ ქსელში გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

„ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი ჩემს კარიერაში და დიდი ადამიანი. შეხვედრა სასიამოვნო იყო, მისტერ.“ - წერს რონალდო სოციალურ ქსელში.

კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით რონალდო „მილანში“ თამაშობდა. იტალიური გუნდის მაისურით მან 2007-2008 წლებში ითამაშა და 20 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც მძიმე ტრავმა მიიღო.

რონალდომ პროფესიონალური კარიერა 2011 წელს დაასრულა. „მილანის“ გარდა მას „კრუზეიროში“, „პსვ-ში“, „ბარსელონაში“, „ინტერში“, „რეალსა“ და „კორინთიანსში“ აქვს ნათამაშები. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მან მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (1994, 2002).