რეალი და ბარსელონა ჰოლანდის ტრავმიანობით აღელვებულები არიან
„რეალი“ და „ბარსელონა“ ერლინგ ჰოლანდის ტრავმატულობით აღელვებულები არიან.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, კლუბებს, რომლებიც ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტებად მოიაზრებიან, არ მოსწონთ ის სიტუაცია, რომელშიც ნორვეგიელი ფორვარდი ამ სეზონში აღმოჩნდა.
„რეალსაც“ და „ბარსელონასაც“ სურთ იცოდნენ, თუ რა არის მიზეზი ჰოლანდის ასეთი ტრავმატულობისა.
მიმდინარე სეზონში ერლინგმა სამი სხვადასხვა ტრავმის გამო 14 მატჩი უკვე გამოტოვა და ამჟამადაც ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ზაფხულს ჰოლანდის მომავალი ძალიან აქტუალური იქნება, რადგან მისი შეძენა ბევრ ევროპულ კლუბს სურს.