ავტორიზაცია

სქოულზი: "ბრუნო ჯარიმას ჯერ კიდევ იქამდე ითხოვს, სანამ თამაშის წესი დაირღვევა"

სქოულზი: "ბრუნო ჯარიმას ჯერ კიდევ იქამდე ითხოვს, სანამ თამაშის წესი დაირღვევა"
თარიღი 22 თებ 2022, 16:01

„მან იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა ბრუნო ფერნანდეშს სათამაშო მანერის შეცვლა ურჩია.

„ის თითქოს ჯარიმას ჯერ კიდევ კონტაქტამდე ითხოვს, იმ მომენტებშიც კი, როცა სულაც არ მეჩვენება, რომ მისი მეტოქეები თამაშის წესს არღვევენ.

ის უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს, შესაძლოა ის ზემდეტად „რბილი“ მოთამაშე იყოს. ის ჯარიმას უკვე იქამდე ითხოვს, სანამ თამაშის წესი დაირღვევა.“ - აღნიშნა „ემიუს“ ექს-ნახევარმცველმა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა პრემიერ ლიგის 25 მატჩში ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.