ავტორიზაცია

საკუთარი პირობა მბაპეს დედამაც წამოაყენა — რას ითხოვს ფაიზა ლამარი რეალისგან?

საკუთარი პირობა მბაპეს დედამაც წამოაყენა — რას ითხოვს ფაიზა ლამარი რეალისგან?
თარიღი 22 Feb 2022, 20:48

"პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს დედას, ფაიზა ლამარის სურს, რომ "რეალში" გადასვლის შემდგომ მის შვილს მაისურების გაყიდვით მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი ერგოს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ეს პირადად 23 წლის სუპერვარსკვლავის დედის მოთხოვნაა.

ფაიზა ლამარის უნდა, რომ მაისურების გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილი კილიანს გადაეცეს, როგორც ნამატი ფიქსირებულ ხელფასზე.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს დედამისმა "პსჟ"-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება ურჩია, რადგან კლუბის წინადადება მოსწონს. მიუხედავად ამისა, თავად კილიანი "რეალში" გადასვლას გეგმავს.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფრანგს პარიზულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბს უფასოდ დატოვებს.