ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ლილს დამაჯერებლად მოუგო და მეორე მატჩის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა

თარიღი 23 თებ 2022, 01:56

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსიმ“ შინ „ლილი“ დაამარცხა.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მატჩის მე-8 წუთზე ანგარიში ჰაკიმ ზიეჩის პასით კაი ჰავერცმა გახსნა, მეორე გოლი კი 63-ზე კრისტიან პულიშიჩმა კანტეს გადაცემით გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ, „ჩელსის“ კომფორტული უპირატესობა გაუნაღდა.

საპასუხო შეხვედრა საფრანგეთში 16 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.