ავტორიზაცია

VIDEO: ყველაფერი ტურინში გაირკვევა - ვილიარეალი - იუვენტუსის მატჩში შედეგიანი ფრე დაფიქსირდა

თარიღი 23 Feb 2022, 01:59

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალმა“ და „იუვენტუსმა“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

შეხვედრა ესპანეთში „ესტადიო დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

„იუვენტუსი“ პირველივე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის გამყარება ვერ მოახერხა.

„ვილიარეალმა“ წონასწორობა 66-ე წუთზე აღადგინა, როცა დანი პარეხომ კაპუეს პასით მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, გუნდები ფრედ დასჯერდნენ და ყველაფერი 16 მარტს ტურინში გაირკვევა.