მეორე ყველაზე სწრაფი გოლი დებიუტანტებს შორის - ვლაჰოვიჩს ისტორიაში მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აჯობა

დუშან ვლაჰოვიჩი ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტებს შორის ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.
„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა „ვილიარეალს“ მატჩის 32-ე წამზე გაუტანა. ცნობისთვის, ეს მისი პირველი მატჩი იყო კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე.
ამაზე სწრაფად სადებიუტო მატჩში თავის გამოჩენა უკრაინელმა შემტევმა ევგენი კონოპლიანკამ მოახერხა, რომელმაც 2015 წელს, „სევილიას“ მაისურით გლადბახის „ბორუსიას“ მოედანზე შესვლის შემდეგ 19 წამში გაუტანა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვლაჰოვიჩმა ეს მატჩის სასტარტოში დაწყებიდან მოახერხა, კონოპლიანკა კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
სერბი ფორვარდისთვის ეს „იუვეში“ მე-5 მატჩი იყო და მან თავის გამოჩენა ორჯერ მოახერხა.