ავტორიზაცია

გნაბრის ბაიერნში ხელფასის სერიოზული მომატება სურს, მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან

გნაბრის ბაიერნში ხელფასის სერიოზული მომატება სურს, მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან
თარიღი 23 თებ 2022, 14:30

ნახევარმცველ სერჟ გნაბრის „ბაიერნში“ ხელფასის საგრძნობლად მომატება სურს.

2 თებერვალს გუნდის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა და როგორც აღმოჩნდა, მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან. ახალი მოლაპარაკებები მოგვიანებით გაიმართება.

Sport Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს წლიურად 15-20 მილიონი ევროს მიღება სურს - იმდენივესი, რამდენსაც ლეროი სანე და კინგსლი კომანი იღებენ.

გნაბრის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ ინტერესდებიან, თავად ფეხბურთელს ლონდონი ძალიან უყვარს, სადაც თავის დროზე „არსენალში“ თამაშობდა. ამ ეტაპზე, სერჟი გუნდიდან წასვლას არ გეგმავს, თუმცა 2023-ში „ბაიერნი“ შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. 

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გნაბრიმ 23 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.