ავტორიზაცია

კლოპი გვარდიოლას სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ლივერპულს უკანალში გაკვეხებული მახათი უწოდა

კლოპი გვარდიოლას სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ლივერპულს უკანალში გაკვეხებული მახათი უწოდა
თარიღი 23 Feb 2022, 20:16

იურგენ კლოპმა ხოსეპ გვარდიოლას უპასუხა, რომელმაც „ლივერპულს“ უკანალში გაკვეხებული მახათი უწოდა.

„რას ვიტყვი საჩემპიონო ბრძოლაზე? პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მწვერვალთან ახლოს ვართ, ვინც არ უნდა იმყოფებოდეს იქ ამჟამად. ბოლო ოთხი სეზონის მანძილზე ჩვენ „სიტისთან“ ახლოს არ ვყოფილვართ. ერთხელ ეს ჩვენი პრობლემების გამო მოხდა, დანარჩენ შემთხვევებში კი გიჟური ბრძოლა გვქონდა. ორივე გუნდს განსაკუთრებული რაღაცების გაკეთება შეუძლია. ამას მთელი პატივისცემით ვამბობ, იმიტომ რომ „სიტი“ რაღაც საოცრებებს ახდენს.

ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს გაუმჯობესებისკენ ვუბიძგებთ, მაგრამ არამარტო ჩვენ. არ უნდა დავივიწყოთ სხვა გუნდებიც - „ჩელის“, „მან იუნაიტედი“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“. ჩვენ ერთმანეთს ვუბიძგებთ, ეს ნამდვილად ასეა. 

პეპმა თქვა, რომ ჩვენ მათთვის წელს ქვემოთ გაკვეხებული მახათი ვართ. ეს კარგი აღწერაა და ასეც უნდა იყოს. ჩვენ ვცდილობთ მეტოქე მაქსიმალურად გავაღიზიანოთ იქამდე, სანამ მათი გადასწრების შანსი გამოგვიჩნდება.

არ ვიცი, როდის მოხდება ეს ან საერთოდ თუ მოხდება. სულ ვამბობდი, რომ სეზონს აქვს თავისი გადამწყვეტი მომენტები, მაგრამ ეს ხდება არა ახლა, არამედ მარტში და აპრილში.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.