ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერს ატლეტიკოსთან მატჩი ახალგაზრდა ელანგამ გადაურჩინა - ყველაფერი ინგლისში გადაწყდება

თარიღი 24 Feb 2022, 01:54

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა.

შეხვედრა მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

„ატლეტიკო“ მე-7 წუთზე ჟოაო ფელიქსის გოლით დაწინაურდა და მინიმალური ანგარიში მატჩის მე-80 წუთამდე შენარჩუნდა, როცა წონასწორობის აღდგენა ახალგაზრდა ენტონი ელანგამ გაათანაბრა, რომელიც მოედანზე იქამდე 5 წუთით ადრე გამოვიდა. 

ამრიგად, გუნდები ფრეზე შეთანხმდნენ და ყველაფერი მანჩესტერში 15 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გადაწყდება.