ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი დაპირისპირება ესტადიო და ლუჟზე - ბენფიკამ და აიაქსმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

თარიღი 24 თებ 2022, 01:58

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბენფიკამ“ საკუთარ კედლებში „აიაქსს“ უმასპინძლა.

შეხვედრა „ესტადიო და ლუჟზე“ გაიმართა და შედეგიანი ფრით 2:2 დასრულდა.

ანგარიშ მე-18 წუთზე დუშან ტადიჩმა გახსნა, 26-ზე ალერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა, თუმცა 3 წუთში ფორვარდმა მეტოქის კარის აღებაც მოახერხა და თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა.

მატჩი კი „ბენფიკას“ 72-ე წუთზე მოედანზე ათი წუთის გამოსულმა უკრაინელმა, რომან იარემჩუკმა გადაურჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საპასუხო დაპირისპირება ამსტერდამში 15 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.