ავტორიზაცია

ESPN: მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვას ეცდება

ESPN: მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვას ეცდება
თარიღი 24 თებ 2022, 15:57

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ტოპ ტრანსფერების განხორციელებას ეცდება, იტყობინება გავლენიანი გამოცემა ESPN-ი.

კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ვარსკვლავების გადაბირებას ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩენის შემთხვევაშიც მოახერხებს.

ასე და ამგვარად, "ეშმაკუნების" ინტერესთა სფეროში ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") და დეკლან რაისი ("ვესტ ჰემი") არიან მოქცეულნი.

ზაფხულში გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და შემადგენლობის გაძლიერების საკითხი მასთან იქნება შეთანხმებული.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს, რაც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობის უფლებას იძლევა.

რალფ რანგნიკის გუნდის აქტივში 26 მატჩში მოპოვებული 46 ქულაა. "ეშმაკუნების" შემდეგ 42 ქულით "ვესტ ჰემი" მოდის, აგრეთვე 42 ქულაა "არსენალის" აქტივშიც, მაგრამ "მეთოფეებს" სამი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.