ავტორიზაცია

BREAKING: უკრაინაში შეჭრის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება!

BREAKING: უკრაინაში შეჭრის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება!
თარიღი 24 Feb 2022, 16:31

ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლის სეზონის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ს ჟურნალისტი რობ ჰარისი ავრცელებს და წერს, რომ ამის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული საომარი მოქმედებებია.

მიმდინარე სეზონის ფინალი სანკტ-პეტერბუგრში უნდა გამართულიყო, თუმცა ეს იქნება უეფას მხრიდან დასჯდა რუსეთის აგრესიულ საომარ ქმედებებზე.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 28 მაისს გაიმართება. უეფას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და ამის შემდეგ იტყვის, ფინალის ახალ ლოკაციას.