მესი: 10 წელი "ბარსელონაში"

2004 წლის 16 ოქტომბერს, ანუ ზუსტად 10 წლის წინ ლეო მესი პირველი მატჩი ჩაატარა "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში. მოდით, GOAL.GE-სთან ერთად გაიხსენეთ ლეოს ისტორია. კიდევ ერთხელ ვნახოთ, როგორ გახდა პატარა ბიჭი მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ბევრისთვის N1 ფეხბურთელიც!
ლეო ბარსელონაში 2004 წელს მივიდა და მაშინვე განაცხადა, მე აქ ვრჩები!
ამ ფოტოზე მარტო მესის კი არა, პიკეს და ფაბრეგასსაც შეამჩნევთ...
ეს კი მესის არაოფიციალური დებიუტია "ბარსაში". 2003 წლის 16 ნოემბერი. ამხანაგური მატჩი "პორტუსთან".
კიდევ ერთი "ამხანაგური". ამჯერად "შახტართან", 2003/04 წლების სეზონი.
2003 წლის 18 ნოემბერს ის პირველად მოხვდა "მუნდო დეპორტივოს" გარეკანზე...
ეს კი ოფიციალური დებიუტია! მესი დეკუს ცვლის და იცვლება საფეხბურთო ისტორიაც! ("ესპანიოლთან" მატჩი)
მან ფრანკ რაიკაარდთან ერთად დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში.
2005 წლის 1 მაისს მესიმ პირველი გოლი გაიტანა "ბარსელონაში". ("ალებასეტეს" კარში). არგენტინელი თინეიჯერი რონალდინიომ შეისვა ზურგზე! ალბათ სიმბოლურია, საგოლე გადაცემა თავად რონალდინიომ გაუკეთა მომავალ ლეგენდას!
2007 წელს მესიმ პირველი დიდი გმირობა ჩაიდინა, როცა "რეალ მადრიდის" კარში სამი გოლი გაიტანა. ლეოს ჰეთ-თრიკით მთელი კატალონია ამაყობდა მაშინ.
2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტანმორჩილმა მესიმ საოცარი ნახტომი შეასრულა და ვან დერ სარს თავური-გოლი გაუტანა.
ლეგენდარული ტრიო: ინიესტა, მესი და ჩავი. ლეოს ხელში ოქროს ბურთი უჭირავს - ასეთს ის კიდევ ბევრჯერ მოიგებს!
2010/11 წლების სეზონში მესიმ ჯერჯერობით ბოლო ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო თავის კარიერაში. მაშინ "ბარსამ" "უემბლიზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლია.
ამ ფოტოში "რეალის" კარში გატანილ მორიგ გოლს აღნიშნავს.
მესი ერთადერთია მთელ მსოფლიოში, რომელმაც ოქროს ბურთი 4-ჯერ მოიგო!
2012 წლის 2 ნოემბერს მესის შვილი, ტიაგო მოევლინა ქვეყანას.
მესი კაპიტნის სამკლაურით...
2012/13 წლების სეზონი: "სელტას" მცველებს სხვა რაღა დარჩენიათ...
იმავე სეზონში "სარაგოსას" "შეუსრულა"...
2012 წლის შემოდგომა: ჩემპიონთა ლიგის მატჩი "ბენფიკას" წინააღმდეგ
ტიტო ვილანოვა - მესის მთავარი მწვრთნელი
ის სეზონი "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონობით დაასრულა
მორწმუნე ლეო "რეალის" კარში გატანილ გოლს აღნიშნავს
2013/2014 წლების სეზონი: ტატა მარტინოსთან ერთად
"ყველას გვჯეროდა, რომ ტიტო ვილანოვა დაავადებას დაამარცხებდა! ძალიან სამწუხაროა."
მსოფლიო ფეხბურთის ორი "მაესტრო"
ფოტოები: mundodeportivo.com; Fotobank/Getty Images/Denis Doyle, Jasper Juinen, Shaun Botterill, VI-Images, Alex Livesey, Gonzalo Arroyo Moreno, David Ramos; REUTERS/Gustau Nacarino


























