ავტორიზაცია

გუგეშაშვილის ყარაბაღი მარსელთან განადგურდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა

გუგეშაშვილის ყარაბაღი მარსელთან განადგურდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა
თარიღი 24 თებ 2022, 23:52

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში მარსელის "ოლიმპიკი" ესტუმრა "ყარაბაღს", რომლის შემადგენლობაში ლუკა გუგეშაშვილი თამაშობს. "თეთრ-ლურჯებმა" ბაქოელი მეტოქე 3:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ქართველი მეკარის კარში ასევე სამი გოლი გავიდა. ასე და ამგვარად, აზერბაიჯანული გუნდი ევროტურნირებს ეთიშება.

რაც შეეხება უშუალოდ "შავ-თეთრების" გოლკიპერის სტატისტიკას - ორი სეივი, 18 შეხება ბურთთან, ცხრა პასი, ორი გრძელი პასი. სამწუხაროდ, 22-წლის კარის დარაჯის აქტიურობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ყარაბაღის" გავარდნის შემდეგ, ევროტურნირებზე არ დარჩა გუნდი, რომელშიც ქართველი ლეგიონერი თამაშობს. შეგახსენებთ, გუგეშაშვილი ბაქოში ამ ზამთარს გადავიდა.