ავტორიზაცია

VIDEO: დორტმუნდმა შინ გაფუჭებული საქმის შოტლანდიაში გამოსწორება ვერ მოახერხა და ევროპა ლიგას დაემშვიდობა

თარიღი 25 თებ 2022, 02:02

„დორტმუნდმა“ „რეინჯერსთან“ შინ გაფუჭებული საქმის გამოსწორება სტურმად სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

„იბროქს სტედიუმზე“ გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, რის გამოც „რეინჯერსმა“ ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და მრისხანე მეტოქე ევროპა ლიგას გამოამშვიდობა.

პირველი ტაიმის შემდეგ „დორტმუნდი“ 2:1-ს იგებდა და დამატებით დროში საქმის გადასაყვანად ერთი გოლი სჭირდებოდა, თუმცა 57-ზე ჯეიმს ტავერნიემ მატჩში დუბლი შეასრულა და „ბორუსიას“ ოცნებას წერტილიც დაუსვა.