ავტორიზაცია

პელე: "ვუგზავნი ჩემს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს"

პელე: "ვუგზავნი ჩემს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს"
თარიღი 25 თებ 2022, 12:05

ლეგენდარულმა ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელემ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ თავისი სოციალური ქსელის საშუალებით კომენტარი გააკეთა:

"წლები გადის, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატარა ვიყავი ცოტა რამ შეიცვალა. ტრაგედიებს, რომლებიც უკვე განვიცადეთ, უნდა ესწავლებინათ უფრო მშვიდობიანი სამყაროს აშენება.

ვუგზავნი ჩემს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს. ვლოცულობ მათთვის, ღმერთს ვთხოვ მშვიდობას, თავისუფლებას და სიყვარულს", - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ "სანტოსის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად ჰოსპიტალში იმყოფება. 81-წლის ყოფილი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.