ავტორიზაცია

გერმანიაში ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება: "ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში"

გერმანიაში ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება: "ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში"
თარიღი 25 თებ 2022, 12:43

გერმანიაში მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. გერმანიის საფეხბურთო ლიგამ (DFL) რეკომენდაცია გაუწია ბუნდესლიგის 1 და 2-ის ყველა კლუბს გადადგას ეს ნაბიჯი.

"DFL გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყველაზე მკაცრად. ომი ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და შეუთავსებელია სპორტის ღირებულებებთან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მსხვერპლით.

DFL ამ საკითხთან დაკავშირებით კავშირშია ეროვნულ და საერთაშორისო ასოციაციებთან. რეკომენდაციას ვუწევთ ბუნდესლიგის 1-ისა და ბუნდესლიგის 2-ის კლუბებს წუთიერი დუმილით დაიწყონ მატჩები.

ნიშნად თანაგრძნობისა და მშვიდობისადმი ერთგულების ნიშნად მომავალი ტურის მატჩების წინ", - ნათქვამია ლიგის განცხადებაში.